საზაფხულო სკოლა-2019 წელი


საზაფხულო სკოლა
სსიპ  ქალაქ  თბილისის  №59  საჯარო  სკოლა  აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში
წინასწარ შედგენილია მუშაობის პროგრამა,რომლის  მიზანია მოსწავლეებში  კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის უნარების განვითარება. ეს მიიღწევა სპეციალურად შერჩეული პროგრამით, რომელშიც შედის სახალისო ამოცანები, უცხო ტექსტებზე მუშაობა-კითხვა, გაგება-გააზრება, ხელოვნების, მუსიკალური და სპორტული აქტივობები. ჩატარდება გასვლითი გაკვეთილები
პერიოდი: 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
სწავლების ენა: ქართული;
სწავლების ფორმა: უფასო;
მოსწავლეთა კატეგორია: ამავე სკოლის I კლასის მოსწავლეები
ადგილი: 59-ე საჯარო სკოლა;
მასწავლებელი: თეო გიორგობიანი, ქეთევან მაისურაძე რეგისტრაციის ვადები: 20 მაისიდან 24 მაისის  ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმა შეივსება თეო გიორგობიანთან.


საზაფხულო სკოლის პროგრამა
         პროგრამის სახელწოდება:  საზაფხულო სკოლა
პ      პროგრამის ხანგრძლივობა: 25 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა)
        პროგრამის მიზანი:
ü       კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
   ü სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
ü თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება.
პ      პროგრამის აქტუალურობა:
          საზაფხულო სკოლის პროგრამა შედგენილია ისე, რომ შერჩეული აქტივობები ხელს შე-                    უწყობს ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა წიგნიერება,                               ციფრული,                  რაოდენობრივი და ეკოლოგიური წიგნიერება.ამ კომპეტენციების                       განვითარებაზე ზრუნვა სასურველია დაიწყოს სწავლების პირველივე საფეხურიდან. რადგან მათი ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში.
      პროგრამის აქტივობები:
1.          წაკითხული ტექსტის  გააზრება:
   ü დავწეროთ მოთხრობა-http://kargiskola.ge/dawere/
ü   ვ.გულეურის „ფერადი ფანქრები“;
ü  მ. წიკლაურის „მწერები“;
ü   ვ.გულეური, პ.პაპავა- „ვინ სად ცხოვრობს“;
ü   ვ. გულეურის „ნისკარტი და ფრთები“;
ü   თ.მახარაძის „სოფელში“.
2.       სახალისო მათემატიკა:
ü ლოგიკური ამოცანები;
ü სახალისო სავარჯიშოები.
3.      ეს საინტერესოა:
ü  ნარჩენების ეფექტური მართვა;
ü  საუბარი ცხოველებზე-ფოცხვერი;
ü  ნაძვი-მარადმწვანე მცენარე;
ü  ვიკინგები.
5.      სპორტული აქტივობები:
ü  განმავითარებელი ვარჯიშები;
ü  მოძრავი თამაშობები;
ü  მხიარული სტარტები.
6.     ხელოვნების საათი:
ü  საუბარი ხელოვნების დარგებზე, ჟანრებზე;
ü  ხატვა თავისუფალ თემაზე;
ü  მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოებით მიღებული ემოციების გადმოცემა ნახატში;
ü  აპლიკაციისა და კოლაჟის მეთოდით გამოსახულებებისშექმნა;
ü  ანიმაციური ფილმების ჩვენება.







საზაფხულო სკოლა-მასალები

No comments:

Post a Comment