საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლა
სსიპ  ქალაქ  თბილისის  №59  საჯარო  სკოლა
 აცხადებს მოსწავლეთა მიღებას
საზაფხულო სკოლაში
 სკოლის მიზანია  დასვენების დღეები მოსწავლეებმა სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარონ. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანი და სახალისოა. პროგრამის  მიზანია მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობის უნარი, საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატვის უნარი. ეს მიიღწევა სპეციალურად შერჩეული სახალისო თამაშებითა და ამოცანებით.
პერიოდი: 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
სწავლების ენა: ქართული;
სწავლების ფორმა: უფასო;
მოსწავლეთა კატეგორია: ამავე სკოლის I და Iკლასი
ადგილი: 59-ე საჯარო სკოლა;
მასწავლებელი: ქეთევან მაისურაძე, ნინო ბუჯიაშვილი;
რეგისტრაციის ვადები: 11 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

სააპლიკაციო ფორმა შეივსება მასწავლებელთან.

საზაფხულო სკოლის პროგრამა
    პროგრამის სახელწოდება:
     საზაფხულო სკოლა
    პროგრამის ხანგრძლივობა:
   18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა)
   პროგრამის მიზანი:
 ü სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
 ü თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება;
 ü კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
   პროგრამის აქტუალურობა:
   საზაფხულო სკოლის პროგრამა შევადგინეთ ისე, რომ შერჩეული აქტივობები ხელს     შეუწყობს ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა წიგნიერება,     ციფრული, რაოდენობრივი და ეკოლოგიური წიგნიერება.ამ კომპეტენციების         განვითარებაზე ზრუნვა სასურველია დაიწყოს სწავლების პირველივე     საფეხურიდან. რადგან მათი ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში.
   პროგრამის აქტივობები:
   1 .სადისკუსიო თემები:
ü მიხარია, როცა...
ü ჯადოსნური სიტყვები: „გმადლობთ“,     „ბოდიში“, „ინებეთ“;
ü ნარჩენები და ნაგავი-რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ შეიძლება ნარჩენების გამოყენება.
    2. წაკითხული ტექსტის  გააზრება:
ü „ყველაზე ყოჩაღი“;
ü ლ.ტოლსტოის „ციყვი და მგელი“;
ü „ვლ. ასლამაზიშვილის „პატარა ბიჭი და მზე“.
    3. სახალისო მათემატიკა:
ü ლოგიკური ამოცანები;
ü სახალისო სავარჯიშოები.
    4. ეს საინტერესოა:
ü  დედამიწის ბიოგრაფია;
ü  ცისარტყელა;
ü  სპორტი-სახიფათო თუ უწყინარი თამაში;
ü  რატომ გადაშენდნენ დინოზავრები?
ü  როგორ შეიქმნა შოკოლადი?
   5. სპორტული აქტივობები:
ü  ვივარჯიშოთ ერთად;
ü  როგორ აღმოვუჩინოთ ადამიანს პირველადი დახმარება;
ü  მოძრავი თამაში: ხაზიდან გადაყვანა;
ü  მოძრავი თამაში: მზის გარშემო;
ü  მხიარული სტარტები.
   6. ხელოვნების საათი:
ü  ხატვა სხვადასხვა თემებზე;
ü  დახატონ წაკითხული მოთხრობის რომელიმე  ეპიზოდი;
ü  აპლიკაციისა და კოლაჟის მეთოდით გამოსახულებებისშექმნა.

                   

საზაფხულო სკოლა-მასალები

No comments:

Post a Comment